| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე სოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მებაღე-მევენახე აგრონომის სპეციალობით 1930 წელს. 1930-1967 წლებში მუშაობდა: საქართველოს მიწსახკომში აგრონომ-ინსტრუქტორად; მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) "საქჩაის" ტრესტის უბნის აგრონომად; სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში აგრონომ-ინსტრუქტორად, აგრო საწარმოო განყოფილების გამგედ; ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორად; სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; საქართველოს "პურტრესტის" მმართველად, შემდეგ "ლიმონტრესტის" მმართველად; "სამტრესტი"–ს მმართველად; დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორად; 1967-1968წწ. მუშაობდა მებოსტნეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის მმართველად. მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ღვინოებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა. იყო რამდენიმე გამოგონების ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. აგული სოხაძის მამა, ირმა სოხაძის ბაბუა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.23-24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

