The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ მოროშკინი

ვიქტორ მოროშკინი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2003  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 
ჩააბარა ქ. ლვოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.
1968-1970წწ. გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში; 1970-1972წწ. იყო ქ. რუსთავის უბნის პედიატრი; 1972  წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ექიმი-ორდინატორი; 1974-1977წწ. ქ. მოსკოვის მეორე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; ქ. მოსკოვში დაიცვა დისერტაცია გენეტიკის გრიფით; 1974-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის კათედრის თანამშრომელი; 1978 წელს, პროფესორ დ. დოლიძესთან ერთად, ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დააარსა საქართველოში პირველი სამედიცინო-გენეტიკური ლაბორატორია; 1997 წელს საქართელოში პირველად აარსებს სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდს და ხდება მისი პრეზიდენტი; ფონდის ეგიდით  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასოდ გაისინჯა მრავალი (64700) ბავშვი; მისივე ძალისხმევით თბილისში ჩატარდა 18 კონფერენცია და სიმპოზიუმი, მათ შორის სამი - საერთაშორისო; მისივე ხელმძღვანელობით ფონდი გამოსცემდა და დღესაც გამოსცემს გაზეთსა და ჟურნალს "სოციალური პედიატრია". მას ეკუთვნის 38 სამეცნიერო ნაშრომი და 1 მონოგრაფია - "გენეტიკა", რომელიც სამედიცინო გენეტიკაში ქართულ ენაზე დაწერილ პირველ სახელმძღვანელოდ ითვლება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის იმუნო-გენეტიკური პროგნოზირების ლაბორატორია, კონსულტანტი, სამედიცინო გენეტიკისა და სოციალური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილი ჟურნალისტის ლალი მოროშკინას მამა. 
წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.12-13; "ჩვენი უსაყვარლესი და უნიჭიერესი მეგობარი ვიქტორ მოროშკინი 77 წლის იქნებოდა" : მოგონება // სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია = Social, Ecological & Clinical Pediatrics.-თბილისი,2022.-N24-19-18.-გვ.90-91

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სამედიცინო გენეტიკის ასოციაცია, წევრი და საპატიო დოქტორი
  • საკავშირო სამედიცინო გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა ინტერკონტინენტური აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგიის ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს გენეტიკოსთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: