| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ბექაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი. დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშათა ფაკულტეტი, შემდეგ ფილოლოგიური ფაკულტეტი; მოსკოვის სკკპ პარტიის ცკ–თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1945 წელს. 1941-1943წწ. მუშაობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის განთავისუფლებულ მდივნად, კომკავშირის ცკ-ს ინსტრუქტორად; 1945-1946წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილება; 1946-1950წწ. პარტიის ყაზბეგის რაიკომის პირველი მდივანად; 1950-1955წწ. პარტიის დუშეთის რაიკომის პირველი მდივანად; 1955-1958წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე და კოლეგიის წევრი; 1958-1963წწ. პარტიის თეთრი წყაროს რაიკომის პირველი მდივანი; 1963-1964წწ. თეთრი წყაროს და წალკის რაიონების საწარმოო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი; 1964-1966წწ. კვლავ პარტიის თეთრი წყაროს რაიკომის პირველი მდივანი; 1966-1967წწ. სამტრესტის მმართველი; 1967-1973წწ. პარტიის გარდაბნის რაიკომის პირველი მდივანი; 1973-1990წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცკ–ის წევრად და უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სკკპ XXII და XXIII ყრილობების დელეგატად, სსრკ–ს მე–6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. გამოქვეყნებული აქვს 53 ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო და სამეურნეო მოღვაწე. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.39-40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

