The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭაბუკა ჭიღლაძე

ჭაბუკა ჭიღლაძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1960
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1992  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემოხევი, საჩხერის რაიონი.

1978-1980 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. იყო საჩხერის ბავშვთა და მოზარდთა კრივის სპეციალიზირებული სკოლის მწვრთნელი, ამასთანავე მუშაობდა მოხვის საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად. დიდია მისი წვლილი საჩხერის გვარდიის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში. იბრძოდა სამაჩაბლოში, რესპუბლიკის გვარდიის ხელმძღვანელობის დავალებით რამდენიმეჯერ გაიგზავნა ცხინვალში მოლაპარაკების მიზნით. დაიღუპა გორში 1992 წლის 13 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.514

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: