The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით რომელაშვილი

დავით რომელაშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1976  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლა 1941 წელს.

1937-1939წწ. მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სტუდენტი და მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ, მდივნის პირველ მოადგილედ და პოლიტგანათლების განყოფილების გამგედ; 1939-1940წწ. კომკავშირის თბილისის კომიტეტის მდივანი; 1941-1942წწ. საქართველოს ალკკ ც.კ. გლეხი ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ; 1942-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1945-1950წწ. საქართველოს ალკკ ც.კ. მეორე მდივანი; 1950-1953წწ. საქართველოს კპ ც.კ. გორის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1953-1954წწ. საქართველოს კპ ც.კ. მეორე მდივანი; 1956-1958წწ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; 1958-1961წწ. სამტრესტის მმართველი; 1961-1966წწ. კვების მრეწველობის 1966-1971წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური, მარცვლეულის და ტექნიკური კულტურების სამმართვველოს უფროსი; 1971-1975წწ. მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. რამდენიმეჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად და წევრობის კანდიდატად. ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და ერთხელ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – 3 ორდენი და 4 მედალი.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.32


გააზიარე: