The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკიმე კავილაძე

იაკიმე კავილაძე
Date of birth:1909  (117 years)
Date of death:20??
Category:Public official, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ლახუნდარა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო მუშათა ფაკულტეტი 1933 წელს; თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტი 1938 წელს.

1927-1929წწ. კიცხის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე; 1929-1930წწ. სოფელ ლახუნდარის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1930 წლიდან საქართველოს კპ გურჯაანის რაიკომის მესამე მდივანი, პროპაგანდის განყოფილების გამგე, მეორე მდივანი; 1941-1943წწ. მოსკოვის ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო პოლიტიკური აკადეემის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთის ფრონტის პოლიტსამმართველოში; 1943-1950წწ. საქართველოს კპ ბოლნისის რაიკომის მეორე მდივანი; 1950-1953წწ. პარტიის წალკის რაიკომის პირველი მდივანი; 1953-1955წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1955-1956წწ. სსრ კავშირის დამზადების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში; 1956-1957წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 1957-1958წწ. სამტრესტის მმართველი; 1975 წლამდე მუშაობდა მევენახეობა–მეხილეობის ახლად ორგანიზებულ საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, რომელიც კავილაძის დაუღალავი შრომისა და ხელმძღვანელობის შედეგად ჩამოყალიბდა მსხვილ აგრარულ–სამრეწველო მიმართულების სახელმწიფო მეურნეობად. 1938 წლიდან არჩეული იყო საქართველოს კპ თითქმის ყველა ყრილობის დელეგატად. მიღებული აქვს მრავალი ორდენი და მედალი. 

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.29-30

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: