The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ არუთინოვი

გრიგოლ არუთინოვი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1957  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი, ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის მარქსის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი 1927 წელს.

იბრძოდა ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის; 1921 წლიდან იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე საქართველოში; 1927-1931წწ. - საქართველოს კომპარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცეკას, სოფლად მუშაობის განყოფილების გამგე; 1931-1934წწ. - საქართველოს კომპარტიის ცეკას საორგანიზაციო-ინსტრუქტორული მუშაობის გამგე; 1934-1937წწ. - ტფილისის ქალაქკომის მდივანი; 1937-1953წწ. - სომხეთის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი; 1939-1952წწ. - ცეკას წევრობის კანდიდატი, საბჭოთა კავშირის 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს შედიოდა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოში; 1954 წლის დეკემბრიდან - სომხეთის სსრ საბჭოთა მეურნეობების მინისტრი. დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1943).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: