The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი ასათუროვი

ევგენი ასათუროვი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1985  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა თბილისის ელექტროკავშირის ინჟინერთა ინსტიტუტი 1938 წელს.

მონაწილეობდა 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში, უკრაინის, მოლდავეთის, რუმინეთის და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში; ომის შემდგომ პერიოდში ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; 1952-1963წწ. - სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალების სამმართველოს უფროსი; 1966-1975წწ. - სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი; მოღვაწეობდა უმაღლეს საინჟინრო სამეთაურო სასწავლებელში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო 4 ორდენით და 11 მედლით. საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1961). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.133

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: