| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ბეჟანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის პირველი კომერციული სასწავლებელი 1917 წელს და 1918 წელს შევიდა ტფილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; 1929 წელს ექსტერნად ჩააბარა 4 კურსის გამოცდები (რკინიგზის ექსპლუატაციის ინჟინრის სპეციალობით) ტფილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1918-1919წწ. მუშაობდა ტფილისში, თამბაქოს ქარხანა "Дым"-ში ექსპედიტორად; 1919-1920 წწ. სომხეთის არმიის მე-11 სამთო ბატარეაში, საქმისმწარმოებელი მობილიზაციის დარგში (ერევნის გუბერნიის, სოფ. კამარლიში); 1920 წლიდან - სომხეთის წითელ არმიაში, ერევნის სამხედრო ჰოსპიტლის ზედამხედველი; 1923 წლიდან იყო სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიაში, საგზაო-სატრანსპორტო საგანგებო კომისიის ოპერატიული პუნქტის უფროსი (ქ. ტფილისი); 1923-1924წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო დაცვის ინსპექტორი; 1924-1931წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დირექტორის მოადგილე და სამობილიზაციო განყოფილების უფროსი; 1931 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში; 1931-1934წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის, სადგურ ლენინაკანის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1934-1935წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის, შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს, საგზაო-სატრანსპორტო ქვეგანყოფილების უფროსი; 1935-1937წწ. ამიერკავკასიის ფედერაციის შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, სატრანსპორტო განყოფილების ქვეგანყოფილების უფროსი; 1937-1938წწ. აფხაზეთის ასსრ, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსი; 1938-1939წწ. აფხაზეთის ასსრ შინსახკომის მოადგილე; 1939-1940წწ. ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს, წყლის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის მოადგილე და ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი; 1940-1941წწ. - ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების (ქალაქის) უფროსი და ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს წყლის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი; 1941-1942წწ. შინსახკომის ოქტომბრის რკინიგზის სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკის წოდება; 1944 წლის 12 ივლისს მიენიჭა "სახელმწიფო უშიშროების კომისრის" სპეციალური წოდება; 1942-1943წწ. - ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი; 1943-1944წწ. სტავროპოლის მხარის შინსახკომის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1944-1947წწ. - ყაბარდოს ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი (მინისტრი); 1945-1947წწ. ტიურინგიის მიწის (გერმანია) შინსახკომის შსს-ს ოპერატიული სექტორის უფროსი; 1947 წლის 10 დეკემბერს დააპატიმრეს; 1951 წლის 17 ოქტომბერს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე წლის 30 ოქტომბერს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ჩამოერთვა გენერალ-მაიორის წოდება სამსახურეობრივივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის და სოციალისტური ქონების დატაცებისათვის; 1953 წლის 20 ივლისს გაათავისუფლეს; იმავე წლის 15 აგვისტოს აღადგინეს გენერალ-მაიორის წოდებაში სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმის შეწყვეტით და მისი სრული რეაბილიტაციით; შსს ორგანოდან დათხოვნილია 1953 წლის 1 აგვისტოს, ავადმყოფობის გამო; საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. მიღებული ჰქონდა "შინსახკომის დამსახურებული მუშაკის" (1942) სამკერდე ნიშანი და ოქროს საათი წარწერით "საბჭოთა მთავრობის დავალების ბრწყინვალე შესრულებისათვის"(1932). გენერალ-მაიორი (1945). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

