The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯარნას მიქვაბია

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1977  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოხუმი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუფი, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი.

1935 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის აფხაზური დასის მსახიობად. შესრულებული როლები: მეთევზე (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), კობლუხი (ს. ჭანბას "სეიდიკი"), ტიხონოვი (ა. დავურინას "ვოლკოვების ოჯახი"), კლემენტი (ნ. მიქავასა და გ. აბაშიძის "სამყაროს ფერები"), მონტანო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ. მისი შესრულებული როლები ზუსტად ასახავდა გმირის ხასიათს. მიღებული მაქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1954). თეატრის მსახიობი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • აფხაზეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: