| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრაიმ მიხაელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. 1971 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; დაამთავრა ხაიფის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული ინჟინერიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში. 1976 წელს გაიწვიეს სამწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1981 წელს მიიღო ოფიცრის წოდება. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო ისრაელ-ლიბანის ომში. 1983 წელს ჯარიდან სასწავლებლად გაგზავნეს ხაიფის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1986 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობისა და კონტროლის ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად (1988 წლიდან – მაიორი), 1990 წელს კი – კავშირგაბმულობისა და კონტროლის მწარმოებელი ბაზის შტაბის უფროსად. 1993 წელს მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება (1999 წლიდან – პოლკოვნიკი). იყო ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში. 2011–2014წწ. ხელმძღვანელობდა ისრაელის პორტების სისტემის პირველ დირექტორატს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ქმედითი მონაწილეობა მიიღო ისრაელის ორი ახალი პორტის – ხაიფას და აშდოდის მშენებლობაში. 2015–2017წწ. იყო ისრაელის ნავთობისა და გაზის კომიტეტის, 2017–2021წწ. – "მეტეორ გრუპის" (მოწინავე იარაღის კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი. 2003 წლიდან მოღვაწეობს პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტის რანგში. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ექსპერტი და მიმომხილველი, ისრაელის არმიის რეზერვისტების პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

