| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოჰანეს ვართანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ბუინაქსკის ქვეითი სასწავლებელი 1941 წელს და სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია 1955 წელს. საბჭოთა ჯარში მსახურობდა 1939 წლიდან. მონაწილეობდა 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში. ომი დაამთავრა მე-2 უკრაინის ფრონტის, 141-ე მსროლელი დივიზიის, საავტომობილო სამსახუროის უფროსად. 1980-1984წწ. მსახურობდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (საბჭოთა ჯარების შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში), თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში. დაკავებული იყო როგორც მე-40 არმიის, ისე ავღანეთის არმიის საავტომობილო ტექნიკის რემონტის ორგანიზაციის საკითხებით. 1984-1986წწ. მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი საავტომობილო სამმართველოს უფროსის მოადგილედ – მთავარი ტექნიკური სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1986 წელს გავიდა თადარიგში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით მ.შ. საპატიო ორდენით (რუსეთის ფედერაცია), ბულგარეთის ორდენით "9 სექტემბერი" (მახვილებით). ინჟინერ-გენერალ-ლეიტენანტი (1984). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

