| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების სპეციალობით 1963 წელს. 1963-1969წწ. მოლდავეთის მეღვინეობისა და საკონსერვო მრეწველობის სხვადასხვა საწარმოები: ტექნოლოგი, ოსტატი, უფროს ოსტატი, მთავარი ტექნოლოგი; 1969-1974წწ. გურჯაანის ღვინის ქარხანა, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინრი; 1974-1975წწ. "სამტრესტის" ცენტრალური ლაბორატორიის გამგე, 1975-1976წწ. მთავარი მეღვინე, 1976-1986წწ. სამმართველოს უფროსი, მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ამავე დროს 1983-1989წწ. იყო საქსახღვინმრევის კომიტეტის კოლეგიის წევრი პროდუქციის გადამუშავებისა და რეალიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1989-1991წწ. მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1991 წელს "სამტრესტის" უფროსი; 1991 წელს აირჩიეს საქართველოს ღვინისა და ჩაის ბირჟის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1996-1998წწ. სააუდიტორო-საკონსულტაციო შ.პ.ს. "ბეგაბროკ სერვისი", მთავარი კონსულტანტი; 1997 წელს მიწვეული იყო ავსტრიის ერთ-ერთი ფირმის მთავარ ექსპერტად რუსეთის ფედერაციისა და დ.ს.თ. - ს ქვეყნებში; 1998 წლიდან საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "GWS", საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერი; იყო საქართველოს და საკავშირო მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო დეგუსტაციებში. არის 10 გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების, სამეცნიერო შრომების ავტორი, ღვინის ახალი მარკების თანაავტორი - შუამთა, სამება, ფიროსმანი, აგუნა, თბილისი, სავანე და სხვა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.55-56 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

