The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პროხორე ქართველი

პროხორე ქართველი
დაბადების თარიღი:991
გარდაცვ. თარიღი:1066
დაკრძალვის ადგილი:პალესტინა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

თავდაპირველად მოღვაწეობდა კლარჯეთში, წყაროსთავის მონასტერში, სადაც მიიღო ჯერ დიაკვნის, ხოლო შემდეგ ხუცესის ხარისხი. 1015-1025წწ. მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბა პალესტინელის ლავრაში. ვარაუდობენ, რომ პროხორე ქართველი 1025 წელს უნდა შედგომოდა ჯვრის მონასტრის მშენებლობას, რაც დაასრულა 1060 წელს. 1061 წლამდე ამ მონასტრის წინამძღვარი იყო. 1061 წელს იგი არნონის უდაბნოში (პა­ლესტინა) გაემგზავრა. პროხორე ქართველს ურთიერთობა ჰქონდა გიორგი მთაწმიდელთან, ათონის და შავი მთის ქართულ მონასტრებთან, რომლებიც ჯვრის მონასტერს ამარაგებდნენ ქართული ხელნაწერი წიგნებით. პროხორე ქართველის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი "პროხორეს ცხოვრება" (დაწერილია 1066-1070 წლებში). იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის აღმშენებელი. საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: