| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ვექილოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცარსკი კლიუჩი (ახლ. დედოფლის წყარო), ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1912 წელს; პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელი 1914 წელს; მოსკოვის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი 1925 წელს; ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1952 წელს. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში, სარიყამიშის ბრძოლაში, კავკასიის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე; 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში; 1925-1930წწ. იყო სომხეთის სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაური; 1939-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში; 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში; 1941 წელს მსახურობდა სამხრეთის ფრონტის არტილერიის შტაბის უფროსად; 1942 წელს მიენიჭა არტილერიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; მონაწილეობდა ოდესის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლაში, ბელორუსიის, კორსუნ-შევჩენკოვოს, ვისლა-ოდერის, პომერანიის და ბერლინის ოპერაციებში; აგრეთვე სევასტოპოლის, ბობრუისკის, ლუბლინოს, უნგრეთის რიგი ქალაქების, ზემო სილეზიის ბრძოლებსა და ბერლინის აღებაში; მსახურობდა ფრონტის არტილერიის უფროსის მოადგილედ, წითელი არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1943 წლის ივნისიდან მსახურობდა წითელი არმიის არტილერიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად; 1946 წლიდან კითხულობდა ლექციებს გენერალური შტაბის აკადემიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1943). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

