| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაი თუმანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიის 5 კლასი 1917 წელს; მოსკოვის სვერდლოვის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი 1920 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის აღმოსავლეთმაცოდნეობის ფაკულტეტი 1929 წელს. 1924 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის, იყო სამხედრო კომისრის თანაშემწე, მთიელთა კავალერიის ეროვნული სკოლის სამხედრო კომისარი, 61-ე კავალერიის პოლკის მეთაურის თანაშემწე პოლიტნაწილში, წყნარი ოკეანის დივიზიის მე-3 პოლკის ბატალიონის მეთაური. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზაზე. 1930-1935წწ. იმყოფებოდა წითელი არმიის შტაბის, სადაზვერვო სამმართველოს განკარგულებაში. 1935-1936წწ. მუშაობდა საბჭოთა საკონსულოში ქ. ხარბინში (ჩინეთი), იყო საკონსულოს 1-ი მდივანი, 1935 წლიდან განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომელი, 1936 წლის თებერვლიდან წითელი არმიის სადაზვერვო სამმართველოს სპეცგანყოფილება "A"-ს უფროსი. 1935 წელს მიენიჭა ბრიგადის კომისრის სამხედრო წოდება. ესპანეთში ომის დროს იყო რესპუბლიკური არმიის სამხედრო მრჩეველი. 1940 წელს დაინიშნა სამხედრო-საინჟინრო აკადემიის კომისრად. 1940 წელს მიენიჭა დივიზიის კომისრის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში. 1942 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების წარმომადგენლის რანგში, პარტიზანულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და იყო მე-2 გვარდიული მსროლელი კორპუსის სამხედრო კომისრი. 1943 წლიდან იყო მე-2 სატანკო კორპუსის სამხედრო კომისარი. მე-5 სატანკო არმიასთან ერთად მონაწილეობდა სტალინგრადთან გენერალ პაულიუსის მეთაურობით გერმანული არმიის დამარცხებაში. 1944 წლის 24 იანვარს დაინიშნა მე-6 სატანკო არმიის სამხედრო საბჭოს წევრად. ომის შემდეგ, მე-6 სატანკო არმიასთან ერთად გააგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მონაწილეობდა ბრძოლებში იაპონიის არმიასთან. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა საბჭოთა არმიის, სტალინის სახელობის ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის, პოლიტგანყოფილების უფროსად, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი სამმართველოს პოლიტგანყოფილების უფროსად. 1956 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1969 წელს წლოვანების გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. 1969-1971წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. სატანკო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (1945). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

