| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი სუდეიკინი![]()
ბიოგრაფიადაიბადა: ქ. სმოლენსკში. დაამთავრა პეტერბურგის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი 1909 წელს, პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1917-1920წწ. ცხოვრობდა თბილისში. აქ იგი დაუკავშირდა "ცისფერყანწელებს". ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, კირილ ზდანევიჩთან და სიგიზმუნდ ვალიშევსკისთან ერთად მოხატა კაფე "ქიმერიონი" 1919 წელს. ლადო გუდიაშვილის ცნობით, მისი მოხატულია კაფეში ჩასასვლელი კიბის მარცხენა მხარე. ეკუთვნის რამდენიმე სურათი ქართულ მოტივებზე. 1920 წელს გაემგზავრა პარიზში; 1923 წლიდან ცხოვრობდა ნიუ-იორკში.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

