| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მუხრანბატონი![]()
ბიოგრაფიათეიმურაზ ვახტანგის ძე მუხრანბატონი იყო მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1580–1625 წლებში. ვახტანგ V-ის მამა, გიორგი სააკაძის სიძე და მისი მომხრე. მონაწილეობდა ტაშისკარისა და მარაბდის ბრძოლებში (დაიღუპა მარაბდის მახლობლად). თეიმურაზ მუხრანბატონს ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავის, ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული ანა, რომლისგანაც ეყოლა ექვსი შვილი: ვახტანგ V (1618–1675 წლები), კონსტანტინე I მუხრანბატონი (1622–1667 წლები), არჩილი (გარდაიცვალა 1637 წელს), ერეკლე (გარდაიცვალა 1676 წელს), დავითი (გარდაიცვალა 1631 წელს), ლუარსაბი (გარდაიცვალა 1629 წელს), დარეჯანი (გარდაიცვალა 1668 წელს). ვახტანგ მუხრანბატონის შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.230
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

