| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე იარამიშევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა დერბენდის საქალაქო რეალური სასწავლებელი; 1924-1926წწ. სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-ტექნიკურ სასწავლებელი 1926 წელს; ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საინჟინრიო აკადემიასთან არსებული ინჟინერთა დახელოვნების კურსები 1949 წელს. 1920 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, განაწილებული იყო სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ქ. ნიკოლაევში (უკრაინა). მალე ის გადაიყვანეს ქ. სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ავიაციის მე-60 ესკადრილიის ბორტის ტექნიკოსად. 1928-1933წწ. თანამიმდევრულად მსახურობდა – უფროს ტექნიკოსად, რაზმის უმცროს ინჟინრად, ესკადრილიის უფროს ინჟინრად და ჯგუფის ინჟინრად. 1935 წელს, ლენინგრადის სამხედრო-საჰაერო ძალების ინჟინერთა კურსების დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა სევასტოპოლში და დაინიშნა წითელდროშოვანი შავი ზღვის ფლოტის, ავიაესკადრილიის უფროს ინჟინრად. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის პირველ თვეებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი შავი ზღვის ავიაციის სარემონტო სამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა დროულად დაებრუნებინათ მწყობრში დაზიანებული მანქანები. ომის შემდგომ პერიოდში ფლოტის სამხედრო-საჰაერო ძალებში საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. 1968 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. არჩეული იყო გმირ-ქალაქ სევასტოპოლის საპატიო მოქალაქედ. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. საინჟინრო ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1952). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

