| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე ივანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1940 წელს; 1946-1949წწ. სწავლობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1949 წელს; გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1956 წელს; ლენინგრადის საარტილერიო აკადემიასთან არსებული კურსები 1962 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო ოცმეთაურად, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში; აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომი დაასრულა ჩეხოსლოვაკიაში; 1941-1942წწ. იყო 59-ე პოლკის მსუბუქი არტილერიის მეთაური; 1942-1943წწ. 36-ე არმიის, საზღვაო ქვეითების 76-ე ბრიგადის მეთაური; 1943-1944წწ. 195-ე სამთო-ნაღმმტყოსან პოლკის მეთაური; 1944 წელს 318-ე სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაური; 1944-1945წწ. 128-ე მსროლელი დივიზიის მეთაური; 1949-1952წწ. საარტილერიო კორპუსის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი; 1952-1955წწ. 280-ე გვარდიულ გამანადგურებელ ტანკსაწინააღმდეგო პოლკის მეთაური (გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში); 1956-1958წწ. ცალკეულ გვარდიულ გამანადგურებელ ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადის მეთაური; 1958-1961წწ. ხელმძღვანელობდა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრას; 1962-1968წწ. იყო 52-ე მსროლელი ბრიგადის (ოდესის სამხედრო ოლქში) მეთაური; 1968-1973წწ. მე-14 არმიის სარაკეტო ჯარების და არტილერიის უფროსი (ოდესის სამხედრო ოლქში); 1973-1978წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარების და არტილერიის უფროსის მოადგილე; 40-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, იმიერბაიკალის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის სარდლის თანამდებოდიდან, 1978 წელს გავიდა თადარიგში; 1978-1992წწ. იმყოფებოდა პენსიაში და ცხოვრობდა ლენინგრადში; 1992 წელს დაინიშნა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩევლად; შემდგომში - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სარდლის 1-ი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საინსპექციო კომისიის თავმჯდომარე; 1993 წელს მიენიჭა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება; 1995-1996წწ. - ახლადშექმნილი სამთო-საარტილერიო ბრიგადის მეთაური; 1997 წლის იანვარ-ივნისში - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ყარაბაღის ომის შემდეგ კიდევ რამდენიმე ხანს მეთაურობდა სომხეთის არმიის ერთ-ერთ ბრიგადას; 1997 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 2000 წელს მისი სახელი მიენიჭა ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს მთიან ყარაბაღში, სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს და სტეპანაკერტის სამხედრო სასწავლებელს. არტილერიის გენერალ-მაიორი (1968). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

