| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ვეშაპელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს. მუშაობა დაიწყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე, შემდეგ კი ფსიქიატრ მიხეილ ასათიანის მოწაფემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრაზე; მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა ფსიქონევროლოგიის კვლევისა და შესწავლის უბანი, წლების განმავლობაში იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების მეცნიერული ხელმძღვანელი; 1938-1960წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი; ავტორია 50-მდე სამეცნიერო ნაშრომისა; ნ. ვეშაპელის შრომები ეხება ოლიგოფრენიის, ბავშვთა ასაკის შიზოფრენიისა და თეთრი ცხელების საკითხებს; ხელმძღვანელობდა სპეციალიზებულ სამეცნიერო ექსპედიციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; დაჯილდოებულია მედლებით. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა შიზოფრენიის კლინიკის შესახებ", დაიცვა 1937 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.75-76; ნ. გ. ვეშაპელი ექიმი : ნეკროლოგი // თბილისი. - თბილისი, 1961. - 25 აგვისტო ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

