The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ კამოევი

გაბრიელ კამოევი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1960  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბათუმის ოლქი.

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო-საარტილერიო სკოლა I თანრიგით 1931 წელს; ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ცენტრალური ინსსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტი 1934 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1926 წლის ოქტომბერში, ნამდვილი სამხედრო სამსახურის დამთავრებისთანავე, დარჩა ჯარში ზემსახურად; 1931 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, დაინიშნა 74-ე საარტილერიო პოლკის ოცმეთაურად; 1934 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დანიშნეს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის, ტამანის 74-ე მსროლელი დივიზიის ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად; 1938 წელს დანიშნეს საარტილერიო დივიზიონის მეთაურად, შემდეგ - 182-ე საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად; აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1941-1943წწ. იყო 22-ე მსროლელი დივიზიის 157-ე საარტილერიო პოლკის მეთაური; ომის უკანასკნელი დღეები მსროლელი დივიზიის არტილერიის სარდლის თანამდებობაზე გაატარა; 1947 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დანიშნეს შენაერთის არტილერიის სარდლად; 1955 წელს დაინიშნა სამხედრო ოლქის არტილერიის შტაბის უფროსად; 1958-1960წწ. მსახურობდა სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარების და არტილერიის სარდლად; საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. არტილერიის გენერალ-მაიორი (1958).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.151-152


გააზიარე: