| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარლენ ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1961 წელს. 1962-1975წწ. მუშაობდა ტიბაანის ღვინის ქარხანაში: 1962-1964წწ. მეღვინე-ბრიგადირად; 1964-1966წწ. მეღვინედ, 1966-1970წწ. მთავარ მეღვინედ, 1970-1975წწ. ხირსის და ტიბაანის გაერთიანებული ღვინის ქარხნების დირექტორად; 1975 წლიდან იყო "სამტრესტის" საწარმოო განყოფილების უფროსი, მთავარ სპეციალისტად, კონიაკის კომბინატის მთავარ ინჟინერად, ახმეტის ღვინის ქარხნების გაერთიანების დირექტორად; 1987-1993წწ. ფირმა ენისელის მთავარ ინჟინრად; 1993-1996წწ. "სამტრესტის" მმართველად. სამეცნიერო შრომების და გამოგონებების ავტორი. საქართველოს კანონის "ვაზისა და ღვინის შესახებ" თანაავტორი, "სამტრესტის" მმართველად მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველო ოფიციალურად იქნა მიღებული ყურძნის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.62
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

