The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისრაელ ბაბალიკაშვილი

ისრაელ ბაბალიკაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1971  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ებრაული სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ისრაელ აჰრონის ძე ბაბალიკაშვილი ღარიბ ებრაულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ჩედერში (ებრაული დაწყებითი სკოლა) სწავლობდა. მოგვიანებით სწავლა რაბინებთან, რუბენ ელუაშვილთან და შიმონ ლევიტინთან განაგრძო, რის შემდეგაც კარგი რეკომენდაციები მიიღო და დონის როსტოვში გაემგზავრა თომჰეი თმიმ იეშივაში სასწავლებლად. ისრაელ ბაბალიკაშვილი პირველად 1934 წელს დააპატიმრეს იუდაიზმის გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ მან ისევ განაგრძო თავისი საქმიანობა. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1939 წელს ის ისტორიკოს აარონ კრიხელს ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებაში დაეხმარა. 1953 წელს ის კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად ექიმების შეთქმულებასთან დაკავშირებით. 1936 წლიდან რაბი ისრაელი ჩანაწერებს ქართულ ენაზე აწარმოებდა, რომელსაც მან "ფიქრებისა და მისწრაფებების, მწუხარებისა და სიხარულის რვეული" უწოდა. მისი მეუღლე იყო მალკა ბაბალიკაშვილი (1907–1994), ხოლო შვილები ჩაია-მერავი (1930–2023), რებეკა (1932–2024), ნისანი (1938-1986) და იოსები (1940–1968). 1990 წელს მალკა ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ისრაელში დაბრუნდა. 1999 წელს ისრაელში გამოიცა სამახსოვრო ბროშურა ისრაელ ბაბალიკაშვილის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად. რაბინი. ნისან ბაბალიკაშვილის მამა.

წყარო: სიონისგან განუყოფელნი / შ. შალითი // მენორა.-თბილისი, 2007.-1-15 მარტი.-N5.-გვ.6,8


გააზიარე: