| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე კინოსიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სათხა, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. 1920 წელს შევიდა წითელ არმიაში. 1923 წელს სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნეს სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წითელი არმიის 1-ლ საბჭოთა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში, რომელიც მან ორ წელიწადში წარმატებით დაამთავრა და იგი სკოლაში დატოვეს სასწავლო ოცეულის მეთაურად. 1926 წლის გაზაფხულზე გადაიყვანეს ერევანში, სომხურ სამხედრო სკოლაში, ხოლო ეროვნულ ნაციონალური სკოლების გაერთიანების შემდეგ, გააგზავნეს ტფილისში, ამიერკავკასიის სამხედრო სკოლაში. აქ იგი მსახურობდა ასეულის მეთაურის თანაშემწედ, კურსანტთა ასეულის მეთაურად, სკოლის სასწავლო განყოფილების უფროსის თანაშემწედ. 1933 წელს გახდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის ძირითადი ფაკულტეტის მსმენელი. 1936 წლის ნოემბერში დაამთავრა სწავლა აკადემიაში I ხარისხის დიპლომით და 48-ე მსროლელი დივიზიის შტაბის 1-ი ნაწილის უფროსად დანიშნეს. ერთი წელი იგი შეთავსებით დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობას ასრულებდა. 1939 წლის ზაფხულში დანიშნეს კიევის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის შტაბის განყოფილების უფროსის თანაშემწედ. 1939 წელს კორპუსის ცხენოსან-მექანიზირებული ჯგუფის შემადგენლობაში და შტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1939-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში. 1940 წლის დეკემბერში დანიშნეს ბალტიისპირეთის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის, შტაბის ოპერატიული განყოფილების 1-ი ქვეგანყოფილების უფროსად. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პოლკოვნიკი კინოსიანი დაინიშნა 33-ე არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1942 წლის 17 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. მომდევნო სამხედრო სამსახური განაგრძო 49-ე არმიაში. მონაწილეობდა ბელორუსიის ოპერაციაში, პოლონეთის და გერმანიის განთავისუფლებაში. ომის შემდგომ პერიოდში მსახურობდა რიგი სამხედრო ოლქების შტაბის უფროსად. 1950 წელს კ. ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის დამთავრების შემდეგ, დარჩა აკადემიაში სამეცნიერო სამუშაოზე. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1964 წელს ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით მათ შორის: "ვირტუტი მილიტარის" ორდენი (პოლონეთი, 1945), II ხარისხის გრიუნვალდის ჯვარი (პოლონეთი, 1945). გენერალ-ლეიტენანტი (1945). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

