| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სემინარია 1898 წელს; ნიკიტის (ყირიმი) სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი მევენახე-მეღვინეობის სპეციალობით 1903 წელს. 1903-1920წწ. მუშაობდა ყირიმში, გურზუფში, იალტაში, ალუპკაში, პარტენიტში მევენახე–მეღვინედ; 1920-1923წწ. სოფელ ასკანაში მებაღეობა–მევენახეობის დარგში ამერიკული ჯიშის ვაზის სადედე მეურნეობის გაშენებაზე; 1923-1924წწ. სამტრესტის სისტემაში კარდანახის მამულის გამგედ; 1924-1925წწ. წარმოკავშირში მეღვინედ; 1925-1930წწ. კოოპერატივ "იმერეთში" მეღვინედ; 1930-1933წწ. მუკუზნის საბჭოთა მეურნეობაში მეღვინედ; 1933-1937წწ. ვარციხის მეურნეობაში მეღვინედ; თბილისის მეორე ღვინის ქარხანის მეღვინედ (1937); 1937-1939წწ. გურჯაანის რაიკანტორის უფროს მეღვინედ; 1939-1943წწ. წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილედ. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.73
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

