| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ლაზარევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ლენინგრადის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი 1926 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია - 1941 წელს; უმაღლესი აკადემიური კურსები - 1950 წელს; გენერალური შტაბის აკადემია 1950 წელს. 1920 წელს შევიდა წითელ არმიაში. იბრძოდა ჩრდილო კავკასიაში (დაღესტანში); მსახურობდა სარკინიგზო ჯარებში ოცმეთაურად, ასმეთაურად, სარკინიგზო სასწავლო პოლკის მეთაურის თანაშემწედ; 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა იმიერბაიკალის ფრონტის არმიის შტაბის უფროსად, შემდეგ საარტილერიო ბრიგადის მეთაურად; 1942 წლის თებერვლიდან, მეთაურობდა კურსანტთა ცალკეულ მსროლელ ბრიგადას; 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის ნოემბრამდე - მსროლელ დივიზიას; მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შორეულ აღმოსავლეთში; 1954-1956წწ. მსახურობდა ნოვოსიბირსკის ქვეითი სასწავლებლის უფროსად; 1956-1958წწ. ლენინგრადის სუვოროვის სახელობის ოფიცერთა სამხედრო სასწავლებლის უფროსად; 1958-1960წწ. სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებლის უფროსად; 1960 წელს გავიდა თადარიგში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. გენერალ-მაიორი (1949). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

