| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მარტიროსოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. 1929-1930წწ. სწავლობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მესაზღვრეთა უმაღლეს სკოლაში. 1922 წლიდან მსახურობდა უშიშროების ორგანოებში: 1922-1923წწ. იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის განსაკუთრებული განყოფილების კურიერი; 1923-1926წწ. განსაკუთრებული კომისიის მე-2 დივიზიის, განსაკუთრებული განყოფილების საქმის მწარმოებელი (ქ. ბაქო); 1926-1929წწ. სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე (ქ. ლენინაკანი); მე-3 კავალერიის დივიზიის, პოლკის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული (1929, დაბა მანგლისი, საქართველოს სსრ); 1930-1932წწ. სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული (ქ. ლენინაკანი); 1932-1935წწ. ამიერკავკასიის შინსახკომის - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების სრულუფლებიანი წარმომადგენლის, უფროსი ოპერ-რწმუნებული; 1935-1937წწ. შინსახკომის ქ. გაგრის სასაზღვრო კომენდანტი; 1937-1939წწ. შინსახკომის გაგრის განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროსი; 1939 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ბაქოს შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1939-1940წწ. - ბელორუსის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1940-1941წწ. ლატვიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, სომხეთის სსრ-ში აეროდრომების მშენებლომის რწმუნებული; 1941-1943წწ. სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა "სახელმწიფო უშიშროების კომისრის" წოდება; 1943-1945წწ. სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი; 1945-1947წწ. შინსახკომის შსს სახელმწიფო უშიშროების ოპერატიული სექტორის უფროსი გერმანიაში (საქსონიისა და ჰალლეს პროვინციებში), ამავდროულად, 1947-1951წწ. გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1951-1952წწ. გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1952-1953წწ. სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1953-1954წწ. სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1954-1955წწ. არხანგელსკის ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1955 წლიდან იმყოფებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, კადრების სამმართველოს განკარგუკლებაში. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. გენერალ-მაიორი (1945). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

