| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა იალტის სოფლის მეურნეობის სასწავლებელი მეღვინე-ტექნოლოგის სპეციალობით 1911 წელს. 1911-1919წწ. მუშაობდა ქართლის ღვინის ქარხნებში; 1919-1937წწ. წინანდლის მეურნეობაში მეღვინე-აგრონომად, მთავარ მეღვინედ, ქარხნის გამგედ; 1937 წელს იყო რეპრესირებული, სადაც გარდაიცვალა; 1957 წელს იყო რეაბილიტირებული; მისი ავტორობით შეიქმნა ახალი სახეობის ღვინო "რუისის მწვანე", რომელმაც თავის დროზე დიდი შეფასება დაიმსახურა. მეღვინე-ტექნოლოგი. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.87
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

