| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ სომხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1994 წელს. წლების განმავლობაში საქმიანობდა რუსეთში ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში. განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქველმოქმედო მიმართულებით, ქართული დიასპორის მხარდასაჭერად. მის სახელთანაა დაკავშირებული ლონდონში მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის შეძენა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. საქართველოში, სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. მისი დაფინანსებით განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის მშენებლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მის მიერ შექმნილმა განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდმა "ხვალინდელი წარმატებისათვის" დახმარება გაუწია არაერთ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას. სომხიშვილის სპონსორობით განხორციელდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა ქ. ვენის "ალბერტინას" მუზეუმში 2019 წელს, ასევე ქ. არლიში (საფრანგეთი) ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში. ამ გამოფენებისათვის ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად მომზადდა "ფიროსმანის მაგიდა". დახმარებას უწევს ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2002). ქველმოქმედი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

