| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ მიქოიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სანაინი, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია. 1918 წელს ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად ტფილისში. 1923 წელს ოჯახს კვლავ მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დასახლდა ქ. დონის როსტოვში, სადაც არტემ მიქოიანი სწავლობდა ქარხანა "კრასნი აკსაის" საქარხნო სასწავლებელში, მუშაობდა ზეინკლის მოწაფედ. 1924 წელს გადავიდა სამუშაოდ სადგურ "დონის როსტოვის" დეპოს რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში. 1925 წლის ნოემბერში გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მუშაობდა ზეინკლად ქარხანა "დინამოზე". 1927 წელს იგი გააგზავნეს სამუშაოდ მოსკოვის, ოქტომბრის რაიონის ტრამვაის პარკში. 1928 წლის დეკემბრიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1929 წლის აგვისტოდან მოსკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველომ გააგზავნა ქ. ივანოვო-ვოზნესენსკში, მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო სკოლაში. 1930 წლის დეკემბერში გავიდა თადარიგში და მუშაობა დაიწყო მოსკოვში, ქარხანა "კომპრესორზე". 1931 წელს დაბრუნდა წითელ არმიაში და სასწავლებლად გააგზავნეს ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში. აქ, თანაკურსელების ჯგუფთან ერთად, შექმნა თავისი პირველი თვითმფრინავი -"ოქტიაბრიონოკი". 1937 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების მიერ მიენიჭა "სამხედრო-საჰაერო ძალების ინჟინერ-მექანიკოსის" წოდება და დანიშნეს სამხედრო წარმომადგენლად, მოსკოვის პირველ საავიაციო ქარხანაში, ხოლო 1938 წლიდან - პოლიკარპოვის საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, სერიული გამანადგურებლების დარგში. 1939 წლის მარტიდან მიქოიანი მუშაობდა ოსოავიაქიმის სახ. №1 ქარხნის, საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის დეკემბრიდან მ. გურევიჩთან ერთად, სათავეში ჩაუდგა კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდებოდა ოსოავიაქომის სახ. №1 ქარხნის, საცდელსაკონსტრუქტორო განყოფილება. 1940 წელს მიქოიანის ხელმძღვანელობით (მ. გურევიჩთან ერთად) იყო შექმნილი თვითმფრინავი-გამანადგურებელი "მიგ-1" იმ დროის ყველაზე სწრაფი სერიული გამანადგურებელი, რომლის დანიშნულებაც იყო დიდ სიმაღლეებზე მოქმედება და მისი მოდიფიკაცია - "მიგ-3". 1940 წელს იგი დანიშნეს ოსოავიაქიმის №1 ქარხნის მთავარ კონსტრუქტორად. 1941 წლის დასაწყისში საბჭოთა საავიაციო კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად, გააგზავნეს გერმანიაში, რათა ადგილზე გაცნობოდა გერმანელთა საავიაციო ტექნიკას და საავიაციო მრეწველობას. 1940-1941წწ. თვითმფრინავ "მიგ-3"-ს უკვე უშვებდნენ დიდი სერიით და წარმატებულად იყენებდნენ 1941-1945წწ. სსრკ დიდი სამამულო ომის საწყისი პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში. კარგი სახელი მოიხვეჭა მან ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაშიც. 1941-1945წწ. ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის აგვისტოში, მიქოიანის და გურევიჩის საკონსტრუქტორო ბიურო ევაკუირებული იქნა მოსკოვიდან. 1942 წლის მარტში დანიშნეს საცდელი ქარხნის დირექტორად და მთავარ კონსტრუქტორად. იმავე წლის აპრილში მოვიდა ცნობა – საკონსტრუქტორო ბიურო ბრუნდებოდა ევაკუაციიდან მოსკოვში. 1942-1944სს. მიმდინარეობდა მთელი შრომითი კოლექტივის მუშაობა ახალ საცდელ გამანადგურებლებზე "ი-211", "ი-220", "ი-222", "ი-224". 1945 წლის მარტში დაიწყეს თვითმფრინავ-გამანადგურებელ "ი-250"-ს გამოცდა, მიქოიანის კონსტრუქციით და კომბინირებული ძალოსნური დანადგარით, ხოლო 1945 წლის მაისში შედგა ამ ფრთიანი მანქანის პირველი გაფრენა. 1946 წელს მას მიენიჭა "საინჟინრიო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორის" სამხედრო წოდება. ომის შემდგომ პერიოდში, მზადდებოდა ჩქაროსნული და ზეჩქაროსნული საფრონტო რეაქტიული თვითმფრინავები. 1956 წელს დამთვრდა თვითფრინავ-გამანადგურებელ "მიგ-19"-ის შექმნა. 1956 წლის 20 დეკემბერს მიქოიანი დანიშნეს "მიგების" საკონსტრუქტორო ბიუროს გენერალურ კონსტრუქტორად. 1957 წელს მას მიენიჭა "საინჟინრიო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის" სამხედრო წოდება. ბოლო თვითმფინავები, რომელიც შეიქმნა მიქოიანის ხელმძღვანელობით, იყო გამანადგურებლები "მიგ-21" (პირველი სსრკ-ში თვითმფრინავი, რომელსაც ჰაერში ფრენისას ეცვლებოდა მთელი ფრთა) და "მიგ-25", რომლის სისწრაფე სამჯერ აღწევდა ბგერის სისწრაფეს. მიქოიანის ხელმძღვანელობით შექმნილ თვითმფრინავებზე დამყარდა 60 მეტი მსოფლიო რეკორდი. მან შექმნა თვითმფრინავმშენებლობის თავისი სკოლა, აღზარდა ბევრი მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორი. 1950-1970წწ. არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ცხოვრობდა მოსკოვში. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის რეაქტიული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი. საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი (1967). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

