| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის გაძლიერებული მათემატიკური 89-ე საშუალო სკოლა; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1980 წელს; ჩაირიცხა აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის 31-ე საავიაციო ქარხანაში რიგით თანამშრომლად; 1975 წელს ქარხნის ხელმძღვანელობამ გაუკეთა ლიმიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 1992-1993წწ. თავის სპეციალობაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებებით და მისი დანერგვით დიდი სარგებელი მოუტანა სახელმწიფოს. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანად; 2007 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი. მას ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მრავალ ადამიანს აქვს დაცული დისერტაცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1986 წელს; სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს. პროფესორი. წყარო: პროფესორ ნუგზარ იოსების ძე წერეთლის ბიოგრაფიული ცნობები // სახალხო განათლება. -თბილისი,2023.-N6 (4613).-გვ.12; ნუგზარ წერეთელი / ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2023.-N95 (9627).-გვ.10 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

