The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი
Date of birth:1896
Date of death:1964  (at 68 years)
Category:Scientist, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალ ქალაქი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1917 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი მეღვინე-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1922 წელს.

1923-1925წწ. მუხრანში, თბილისის უნივერსიტეტის მეურნეობის მეღვინეობის განყოფილების გამგე; 1925-1933წწ. საქარის მევენახეობისა და მეღვინეობის საცდელი სადგურის დირექტორი; 1933-1935წწ. თელავში, საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გადამამუშავებელი განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 1935-1940წწ. სამტრესტის ღვინმრეწვაჭრობის მეღვინეობის ინსპექტორი; 1940-1959წწ. სამტრესტის მთავარი მეღვინის მოადგილე, მთავარი მეღვინე. სხვადასხვა დროს მივლინებული იყო: ლენინგრადის საკავშირო მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში აკადემიკოს გ. ა. ნადსონის ხელმძღვანელობით (1929-1933წწ.); 1959 წელს იუგოსლავიაში; 1945 და 1955 წლებში დასავლეთ გერმანიაში (რეინისა და მოზელის მეღვინეობის წარმოების გასაცნობად). მისი უშუალო ხელმძღვანელეობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართული ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინოების განვითარებას და ფართო წარმოებას. მან შექმნა ღვინოების "ჩხავერისა" და "მწვანეს" წარმოების ორიგინალური მეთოდი, რის საფუძველზეც "ჩხავერმა" მიიღო ვერცხლის, ხოლო "მწვანემ" ოქროს მედალი. გამოქვეყნებული ჰქონდა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დამზადდა ცქრიალა ღვინოები. იყო საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.90-91

Awards and Honors

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს მედალი)
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (ორი ორდენი)

Share: