| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე დემეტრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მევენახეობის განყოფილება 1928 წელს. 1928-1957 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქარის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო საცდელ სადგურში მეცნიერ-მუშაკად; ვარციხის, ზესტაფონის, თბილისის სამარკო ღვინოების ქარხნების მთავარ მეღვინედ; საქართველოს შამპანკომბინატის საწარმოო განყოფილების გამგედ; 1957-1975 წლებში სამტრესტში იკავებდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობას. მაღალი კვალიფიციის მეღვინე - სპეციალისტი. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.92 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

