| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნარიმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე 1939-1941წწ; დაამთავრა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია 1948 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს (დაუსწრებლად). 1948 წლიდან გადიოდა სამსახურს თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წამყვანი ინჟინრის თანაშემწედ, წამყვან ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად, განყოფილების უფროსად, ინსტიტუტის უფროსის მოადგილედ მიმართულების დარგში; 1962-1965წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1965 წლიდან - საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროში, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1971 წლიდან - კოსმოსური გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1983 წლიდან - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; იყო მსხვილი სპეციალისტი დეფორმირებული საგნების დინამიკის და კოსმოსური ფრენების მექანიკის დარგში. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები დაკავშირებულია დინამიკის თეორიულ გამოკვლევებთან სისტემათა მოძრაობის მდგრადობასთან თხევად და მკრივ ელემენტებთან, კოსმოსური აპარატების დარაკეტების, ასევე კოსმოსური სივრცის გამოკვლევების საერთო პრობლემებთან. გამოკვლევების პროცესში, რომელიც მან ჩაატარა 50-იან წლებში, მიიღო რიგი ორიგინალური სამეცნიერო შედეგებისა, მკრივი საგნების და შემადგენელი სითხეების ერთობლივი მერყეობის დარგში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდი სიშორის რაკეტების ავტომატური სტაბილიზაციის და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას. მონაწილეობდა საპოლიგონო და სამეთაურო-საზომი კომპლექსების შექმნასა და მათ ბალისტიკურ დასაბუთებაში. სათავეში ედგა რიგ მსხვილ სამამულო კოსმოსურ პროქტებს, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროგრამა "ინტერკოსმოსის" სსრკ-საფრანგეთის გამოკვლევებს, ინდოეთის და საფრანგეთის თანამგზავრების გაშვებას (საბჭოთა რაკეტ-მზიდავებით), სსრკ-აშშ-ს პროექტს "სოიუზ-აპოლონს". მისი მონაწილეობით იყო განხორციელებული "კოსმოსის" და "პროგნოზის" სერიათა ავტომატური უნივერსალური საორბიტო სადგურების და საკვლევ რაკეტა "ვერტიკალის" წარმატებული გაშვება კოსმოსში. საგრძნობი ღვაწლი შეიტანა პროგრამით გათვალისწინებულ, სადგურ "ლუნა-16" მიერ მთვარის გრუნტის დედამიწაზე ჩამოტანის საქმეში და კოსმონავტიკის ისტორიაში პირველი ორბიტალური სამეცნიერო სადგურ "სალუტის" ავტომატურ და პილოტირებულ ხანგრძლივ და საცდელ რეჟიმში ფრენაში. მუშაობდა საერთაშორისო ასტრონავტიკული ფედერაციის მკვლევართა ჯგუფში (საფრანგეთში), გეოსტაციონარული ორბიტების გამოყენების პრობლემებზე. საბჭოთა დელეგაციების შემადგენლობაში მონაწილეობდა საერთაშორისო ასტრონავტიკული ფედერაციის XXIV და XXX კონგრესერბში იუგოსლავიასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მრავალი წელი იყო ჟურნალ "ზემლია ი ვსელენაიას" რედკოლეგიის წევრი და გამომცემლობა "მაშინოსტროენიეს" სარედაქციო საბჭოს, კოსმონავტიკის სექციის თავმჯდომარე. მინიჭებული ჰქონდა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება. საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1968). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

