The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბერიძე

აკაკი ბერიძე
Date of birth:5 December, 1939
Date of death:February, 2025  (at 85 years)
Burial location:განთიადის სასაფლაო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
Category:Inventor, Medical Doctor, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს; ასპირანტურა ქირურგიის განხრით.

მუშაობდა შუახევის რაიონში მთავარი ექიმის მოადგილედ; 1965 წელს შუახევის რაიონიდან ხულოს რაიონის გამოყოფის შემდეგ, შუახევის რაიონის მთავარ ექიმად დაინიშნა; დაეკისრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგის საპასუხისმგებლო მოვალეობა და არჩეულ იქნა ქირურგიული საზოგადოების თაემჯდომარედ; 1995-2004წწ. აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი; 2004-2010წწ. იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; ამავე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრია; 2014 წელს აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს; შპს ჯანმრთელობის ცენტრ "მედინა"-ს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი (ემერიტუსი), რამდენიმე სამედიცინო დარგობრივი აკადემიის წევრი, ქირურგთა მსოფლიო და ევროპის გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციების წევრი; გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომები, არის 5 მონოგრაფიის და 10-ზე მეტი გამოგონებისა და საავტორი მოწმობის ავტორი. დაჯილდოებულია სხვადასხვა საპატიო სიგელით, დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის ექიმთა სასოგადოების მიერ დაჯილდოვდა "ოქროს სკალპელით"; 2023 წლის 24 მარტს აჭარის სამედიცინო საზოგადოებამ და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კოლექტივმა გაწეული ღვაწლის  ნიშნად გაუხსნა ვარსკვლავი. აკაკი ბერიძე პირველი დასტაქარი იყო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს საქართველოში, ხოლო აჭარის ექიმთა გაერთიანებულ საზოგადოების ეგიდით დაფუძნდა მისი სახელობის ფონდი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტების და ქირურგების პროფესიულ ზრდას და დახელოვნებას შეუწყობს ხელს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1970), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.12; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება, ხელმძღვანელი
  • ევროპის გასტრო-ენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციები, წევრი (2004-)
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, დამფუძნელი (2009-)
  • ქირურგთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი (2002-)

Awards and Honors

  • 2013 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ტბელ აბუსერიძის I ხარისხის ორდენი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • შუახევის რაიონის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენატაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის

Share: