| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ოჩხამურის საბჭოთა მეურნეობის სატრაქტორო-სამანქანო ბაზის ტექნიკურ დირექტორად; სამტრესტის მებაღეობა-მევენახეობის მექანიზაციის უფროს ინსპექტორად; ბოლნისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; 1950-1958წწ. თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად; 1958-1967წწ. სამტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორად. რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის მამა. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

