| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არაქელ ოგანეზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. შრომითი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა სამშენებლო ტექნიკუმში; 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეით-სამხედრო სკოლა. სამი წელი მუაშაობდა მებეტონეთ ახალ ბაქოს მშენებლობებზე. 1931 წლიდან, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა 22-ე მსროლელი დივიზიის 65-ე მსროლელი პოლკის ოცმეთაურად, ასეულის მეთაურის თანაშემწედ. 1938-1939წწ. მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და მდინარე ხალხინ-გოლთან (მონღოლეთი) წარმოებულ ბრძოლებში. მონაწილეობდა 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში. 1945 წლის აგვისტოში, დივიზიამ მისი მეთაურობით, გაათავისუფლა მანჯურიის მთელი რიგი ქალაქები და დასახლებული პუნქტები. 1957 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. გენერალ-მაიორი (1953). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

