| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის N-1 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს; ასპირანტურა 1986 წელს. 1975 წელს ინტერნატურა გაიარა კალინინგრადის საოლქო საავადმყოფოში და იქვე განარგძო მუშაობა ექიმად, საავადმყოფოს განყოფილების გამგედ, შემდეგ მთავარი ექიმის მოადგილედ; 1984 წლიდან მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში პირველი ოთხი წარმატებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაში; მუშაობდა სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის დანერგვის საკითხებზე; 40 წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე 34 სახის 10 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის მის მიერ აჭარაში პირველად არის შესრულებული 20 ლაპოროსკოპიული ოპერაცია. საქართველოში იმ დაწესებულებათა ექიმების სამეულში იყო, რომელთაც პირველებმა დაიწყეს ლაპოროსკოპიული ოპერაციების კეთება; ქირურგიაში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; არის არაერთი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე; ძირითადი საქმიანობის გარდა, დაარსებიდან დღემდრე მოღვაწეობსს ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი, ონკოლოგი, ზოგადი ქირურგი. დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ქების სიგელითა და მედლით, 1993 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ექიმად. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.19; კლინიკა "მედცენტრი": medcenter.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

