| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა სარუხანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1933წწ. "სამტრესტის" ღვინის მესამე ქარხანის მეღვინე-ტექნოლოგი; 1933 -1983წწ. ვარციხის ღვინის ქარხანის მეღვინე-შამპანისტი; ქუთაისის ღვინის ქარხანაში შამპანისტი; მუხრანის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილე და უფროსი მეღვინე; ავჭალის მშენებარე შამპანურის ღვინოების ქარხანაში, ბოთლური მეთოდით ღვინის შამპანიზაციის საამქროს უფროსი; მეღვინეობის ინსპექტური ტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგე. ითვლებოდა ბოთლური მეთოდით ღვინის შამპანიზაციის წამყვან სპეციალისტად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

