The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის სალამბეგოვი

ბორის სალამბეგოვი
Date of birth:25 December, 1907
Date of death:1 July, 1978  (at 70 years)
Burial location:კუნცევოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Public official, Scientist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა მუშური ფაკულტეტი (მუშფაკი); ლენინგრადის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, სპეციალობით -"ორთქლმავალი ტრანსპორტის ინჟინერ-მექნიკოსი" 1935 წელს.

1926 წლიდან მუშაობდა სარკინიგზო ტრანსპორტში, ტფილისის ორთქლმავალ დეპოს მემანქანის პრაქტიკანტად და მემანქანედ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს ოქტომბრის რკინიგზის, ლენინგრად-მოსკოვის-სამგზავროს ხაზზე, სადაც მუშაობდა ტექნიკური ბიუროს ინჟინრად, ოსტატად, დეპოს უფროსის მოადგილედ. 1937 წელს დანიშნეს ოქტომბრის რკინიგზის ლენინგრად-მოსკოვის-სამგზავროს სადგურის დეპოს უფროსად. მისი მონაწილეობით დეპოში დამუშავდა და დაინერგა ორთქლმავლების რემონტის ახალი რაციონალური ტექნოლოგიური პროცესი, რის შედეგადაც ლოკომოტივების დგომა ოთხჯერ შემცირდა. 1939 წელს დანიშნეს ოქტომბრის რკინიგზის უფროსის მოადგილედ. 1941 წელს, მოწინააღმდეგის შეტევის ურთულეს პირობებში იგი უზრუნველჰყოფდა სარკინიგზო შემადგენლობებით საწარმოთა და მოსახლეობის ევაკუაციას, ჯარების და მოქმედი არმიისათვის მატერიალური რესურსების გადაზიდვებს. 1942 წლის თებერვალში დანიშნეს ოქტომბროს რკინიგზის უფროსად. სალამბეგოვის ოსტატური ხელმძღვანელობისა და რკინიგზის მუშაკთა მამაცობის წყალობით მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო გზის მწყობრიდან გამოყვანა. 1943 წელს მას მიენიჭა "მოძრაობის გენერალ-დირექტორის II რანგის" სპეციალური პერსონალური წოდება (რომელიც უდრიდა გენერალ-ლეიტენანტის, სამხედრო წოდებას). 1946-1947წწ. იგი ხელმძღვანელობდა რკინიგზის ჩრდილო-დასავლეთის ოლქს; 1947-1950წწ. ხელმძღვანელობდა ვოლგისპირა რკინიგზის ოლქს; 1949 წელს მიენიჭა "მოძრაობის გენერალ-დირექტორის I -ი რანგი" სპეციალური პერსონალური წოდება (რომელიც უდრიდა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას). 1950 წელს მოხსნეს თანამდებოდბიდან. იგი დააქვევეითეს რამოდენიმე საფეხურით და გადაიყვანეს მოსკოვ-კიევის რკინიგზაზე, ერთ-ერთი განყოფილების მთავარ ინჟინრად. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს ის კვლავ დააწინაურეს. 1954-1957წწ. მუშაობდა ომსკის რკინიგზის უფროსის 1-ლ მოადგილედ; 1957 წლიდან - ომსკის რკინიგზის უფროსად; 1959-1961წწ. - კრასნოიარსკის რკინიგზის უფროსად, ხოლო მისი გამსხვილების შემდეგ, 1961 წლიდან - აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის უფროსად (გზის სამმართველო განლაგებული იყო ქ. ირკუტსკში) სწორედ მაშინ მიმდინარეობდა ტრანსციმბირული მაგისტრალის ფართომასშტაბიანი ტექნიკური გადაიარაღება და ელექტროფიკაცია. მან დაუსწრებლად დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი "საგზაო მეურნეობის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის" სპეციალობით. მისი ხელმძღვანელობისას, აღმოსავლეთ-ციმბირის რკინიგზა სტაბილურად ინარჩუნებდა პირველობას სსრკ სხვა რკინიგზებში მუშაობის მაჩვენებელთა შორის და ითვლებოდა სსრკ საუკეთესო რკინიგზად. 1964-1968წწ. მუშაობდა სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროს, სავაგონო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსად. 1968 წელს გავიდა პენსიაში. 1978 წლამდე მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის, საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად. ცხოვრობდა მოსკოვში. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. 1946-1950წწ. არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ჩქაროსნული ელმავლების ახალი სერია, რომლებსაც უშვებს კოლომენსკის ქარხანა, 2004 წლიდან ატარებს ბორის სალამბეგოვის სახელს; 1999 წელს გამოუშვეს სპეციალური ბანკნოტების სერია მიძღვნილი კრასნოიარსკის რკინიგზის 100-წლისთავისადმი, 100-მანეთიან კუპიურაზე გამოსახულია ბორის კონსტანტინეს-ძე სალამბეგოვი. I-ი რანგის გენერალ-დირექტორი (1949) (გენერალ-პოლკოვნიკი).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.185-190

Awards and Honors

  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1959 - ლენინის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - ლენინის ორდენი
  • 1939 - ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Share: