The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1998  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კობიანთკარი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1943წწ. კარდენახის საბჭოთა მეურნეობა-ღვინის ქარხნის დირექტორი; 1943-1945წწ. მუკუზნის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის დირექტორი; 1945-1947წწ. საქართელოს კ.პ. გურჯაანის რაიკომის მეორე მდივანი; 1947-1949წწ. დუშეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1949-1954წწ. სამტრესტის მმართველის პირველი მოადგილე; 1954-1955წწ. წინანდლის ქარხნის დირექტორი; 1955-1957წწ. ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორი; 1957-1968წწ. ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1958-1964წწ. კარდანახის ღვინის ქარხანა-საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1964-1972წწ. სამგორის ღვინის ქარხნის დირექტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.113


გააზიარე: