The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბარბაქაძე

ვახტანგ ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1984  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ზესტაფონის სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმი 1928 წელს; საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი მებაღეობა - მევენახეობის მიმართულებით 1932 წელს.

1932-1937წწ. მუშაობდა ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში უმცროს აგრონომად, უფროს მევენახედ და მეურნეობის დირექტორად; 1947–1951წწ. მუხრანის საბჭოთა მეურნეობაში აგროსაწარმოო განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ; 1951-1955წწ. ზესტაფონის ღვინო–არყის ქარხნის დირექტორად; 1955-1956წწ. ქუთაისის ღვინის ქარხნის დირექტორად; 1956-1969წწ. ზესტაფონის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად, ზესტაფონის ქარხნის სამმართველოს დირექტორად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: