The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჭაჭიაშვილი

პეტრე ჭაჭიაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1988  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს.

1931-1933წწ. მუშაობდა წინანდლის ღვინის ქარხანაში; 1933-1934წწ. ვაჭევის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხანის გამგედ; 1934-1951წწ. არგვეთის სანჭოთა მეურნობის ღვინის ქარხნის მეღვინედ; 1951-1963წწ. ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა იმერული ტიპის ქართული სამარკო ღვინოები - "ციცქა", "ცოლიკაური", "სვირი", "არგვეთა". მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.117

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: