The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ ღირდალაძე

რუბენ ღირდალაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1972  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს.

1936-1941წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის ჯერ კათედრის ლაბორანტი, შემდეგ კი - ასისტენტი; მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ გაწვეულ იქნა სამხედრო-საზღვაო ფლოტის განკარგულებაში და დაინიშნა სამხედრო ნაწილის ჯერ სანიტარული სამსახურის უფროსად, შემდეგ, კი სამხდრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების უფროსად; 1946-1949წწ. ქ. ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის ფაკულტატური ქირურგიის კათედრის ასპირანტი, განაგრძო მუშაობა ქ. ლენინგრადის აღნიშნულ ინსტიტუტში (1957 წლამდე); 1957-1959წწ. ქ. თბილისის რესპუბლიკური ონკოლოგიის დისპანსერის თოროკალური განყოფილების გამგე; 1959-1972წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე; მისი 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული იყო როგორც საბჭოურ, ასევე საზღვარგარეთულ ჟურნალებში; მან შექმნა სრულყოფილი ანატომიური პრეპარატი, რომელიც დღესაც კათედრის მუზეუმში ინახება; თავისი პედაგოგის, პროფესორ ა. ვ. მელნიკოვის ხელმძღვანელობით დაამუშავა საკითხი მძიმედ დაჭრილებში ხელოვნური ანუსის შესახებ, შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ამ საკითხზე; ლენინგრადში დაამუშავა ფრიად აქტუალური თემა - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ქირურგიული მკურნალობის დროს  დაშვებული შეცდომები და შორეული გართულებები, რაც საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციის დამუშავებას ქ. თბილისში; რ. ღინდალაძის ნაყოფიერი მოღვაწეობა თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აისახა სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომით; მისი ოპერაციული წესი შეტანილია კლასიკურ სახელმძღვანელოებებსა და ატლასებში. საქართველოში ონკოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობის დროს წლების მანძილზე იყო ონკოლოგიის ინსტიტუტის პარტბიუროს მდივანი; საქართველოს საზოგადოება "ცოდნის" წევრი, ხშირად კითხულობდა ლექციებს "ცოდნის" ხაზით. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. ექიმი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1949), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიგმოიდური ნაწლავის ხელოვნური ანუსი ცეცხლსასროლი ჭრილობების დროს", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეცდომები და შორეული გართულებანი კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.145-146

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: