| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ კენკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის (მებაღე–მევენახის) სპეციალობით 1933 წელს. 1933–1936 წლებში იგი მუშაობდა სოფელ ნაფარეულის სკოლაში აგრონომ–მასწავლებლად, დირექტორად; 1936-1938წწ. სოფელ ქსოვრისის სკოლის დირექტორი; 1938-1943წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი მიკრობიოლოგი, გამგე; 1943-1952წწ. სოფელ მჭადიჯვრის სასოფლო საბჭოს უბნის აგრონომი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1952-1953წწ. ბოლნისის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე; 1954-1985წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის გამგე, ტექნო–ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლის უფროსი ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვასილ კენკოშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის დაარსებაში. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები, მინიჭებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.127-128 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

