| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუბენ ტერ-სააქოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. 1921 წელს დაიწყო მუშაობა მღებავის მოწაფედ, ტფილისის ორთქლმავლების მთავარ სახელოსნოებში. ამავდროულად სწავლობდა მუშფაკზე და მუშაობდა გაზეთ "იზვესტიის" ტფილისის განყოფილებაში გაზეთის დამტარებლად. 1925 წელს ჩააბარა ტფილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში, მაგრამ 1926 წელს ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით იგი სასწავლებლად მოსკოვის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში გადაიყვანეს. 1928 წლიდან, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, გაანაწილეს ქ. ხარკოვში, მოგვიანებით მუშაობდა ტფილისის კავშირგაბმულობის კვანძში. 1930 წელს განათლების მისაღებად გააგზავნეს მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში. 1932 წელს მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა კავშირგაბმულობის საინჟინრო-ტექნიკური აკადემია. 1935 წელს დაამთავრა ამ აკადემიის სამხედრო ფაკულტეტი. III რანგის სამხედრო ინჟინრის წოდებით, ის ჯერ საავიაციო რაზმის კავშირგაბმულობის უფროსად, შემდეგ საავიაციო პოლკის კავშირგაბმულობის ავტომატური კავშირების ხელსაწყოების, სიგნალიზაციის, საჰაერო დაკვირვების და კავშირგაბმულობის ინჟინრად დანიშნეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1941-1945წწ. სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე მისი ყურადღების ცენტრში მოექცა კავშირგაბმულობის ტექნიკის მზადყოფნა და, სათანადო სპეციალისტების მომზადება. 1943 წლის მარტში იგი დანიშნეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების, კავშირგაბმულობის რემონტის და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად. ომის შემდეგ გაიარა გზა წამყვანი სპეციალისტიდან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების ოლქის კავშირგაბმულობის ჯარების უფროსამდე. მან პირადად დაამუშავა რამდენიმე პროექტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების რაიონის კავშირგაბმულობის კვანძების მოწყობასა და ორგანიზაციისათვის. ერთ-ერთი მისი პროექტი დანერგეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების, საკომანდო პუნქტის მოწყობისას. 1949 წლის მაისში მიენიჭა ინჟინერ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1953 წლის ოქტომბერში დანიშნეს ოლქის კავშირგაბმულობის ჯარების უფროსად. 1960 წელს ჯანმრთელობის გამო თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. კავშირგაბმულობის ჯარების გენერალ-მაიორი (1958). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

