The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ საფაროვი

მიხეილ საფაროვი
Date of birth:1912
Date of death:1995  (at 83 years)
Category:Engineer, Technologist

Biography

დაბადების ადგილი ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

მუშაობდა: თბილისის შამპანურის ქარხანაში მორიგე ტექნოლოგად; ორჯონიკიძის რაიონის ქარხნის სმმართველოში დირექტორის მოადგილედ; სტალინოსა და გორლოვკის ღვინის ქარხნების დირექტორად; სამტრესტის გასაღების განყოფილების უფროსად, მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსად; 1969 წელს მივლინებული იყო საფრანგეთში საფრანგეთის ღვინის მრეწველობის გასაცნობად; მუშაობდა ღვინომასალების, კონიაკის სპირტების დაძველებისა და შენახვის საკითხებზე; მონაწილეობას ღებულობდა ქართული ღვინოების, შამპანურისა და კონიაკის შერჩევაზე ექსპორტზე და საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე გასაგზავნად. დიდი სამამულო ომის მონაწილე, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.130

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს კვების მრეწველობის დამსახურებული მუშაკი

Share: