| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ხვედელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ახალციხის სამედიცინო სასწავლებელი 1989 წელს. სერჟანტის ჩინით მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში ბატალიონის ფერშლად, 1991 წელს, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ზემდეგის ჩინით მუშაობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის ახალციხის მე-9 ბატალიონში ფერშლად. 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ახალგაზრდა მეცნიერთა დამოუკიდებელ ინსტიტუტში - მცირე აკადემიაში ვაჭრობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობაზე, პარალელურად მუშაობდა თბილისის 28-ე ბატალიონში ფერშალ-ფარმაცევტად. დაიღუპა სამაჩაბლოში 1992 წლის 11 მაისს. მის სახელს ატარებს მისი მშობლიური აწყურის საშუალო სკოლა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.528-529; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

