The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დვალიშვილი

ოთარ დვალიშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1928  (98 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბზვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სამედიცინო ტექნიკუმი.

მშობლიურ სოფელში მაღაზიის, შემდგომ საფერშლო პუნქტის გამგედ მუშაობდა; 1952 წელს საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა და აბრეშუმკომბინატის საწარმოო გაერთიანებაში საამშენბლო-შემკეთებელი საამქროს უფროსად დაინიშნა; იყო შპს "გარანტის" აფთიაქების ქსელების დირექტორის მოადგილე; სამწერლო მოღვაწეობა მოგვიანებით დაიწყო; 2004 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "ვინ ვართ ჩვენ - საიდან მოვდივართ - წინაპართა ნაკვალევზე"; 2005 წელს გამოსცა მეორე წიგნი "ქართული ეროვნული სულის უკვდავება", 2006 წელს - მესამე წიგნი "1924 წლის აჯანყება საქართველოში და უცნობი ეროვნული გმირები", 2007 წელს დაიბეჭდა მეოთხე წიგნი "უფალთან მისასვლელი გზა და ხიდი", 2008 წელს - "ბრილიანტის უღელი", 2009 წელს - "სტალინი - ბურუსში გახვეული ბიოგრაფია", 2015 წელს - "სიმართლე ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია".

წყარო: სიმართლე ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია / ოთარ დვალიშვილი.-თბ.,2015.-გვ.5-9

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2008-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: